
2020 წლის 14 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/02 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 15 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ და მეორე საკითხებზე - „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ „„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტებზე. განსახილველი საკითხების თაობაზე დაინტერესებულ პირებს მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ 2020 წლის 21 თებერვალის 17:30 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში. ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2020 წლის 24 თებერვალს დღის 16:00 საათზე (მის.: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ. №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, სხდომათა დარბაზი), ხოლო აღნიშნული დადგენილებების მიღების თარიღია 2020 წლის 28 თებერვალი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-3 და მე-4 საკითხად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ 2019 წელში და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები.