
2020 წლის 28 თებერვალს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/03 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 23 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ, მეორე და მესამე საკითხად განიხილეს და დაამტკიცეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტები: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ და „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომაზე მეოთხე საკითხად განიხილეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნულ საკითხს მხარიდაუჭირა დამსწრეთა უმრავლესობამ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.