News
"16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" დაიწყო
,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!" ქედის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას. ღონისძიებას უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი თამილა დოლიძე. კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები, სადაც დატანილია ინფორმაცია, იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება. ღონისძიებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობასა და პრევენციული გზების მოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კამპანია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება და ის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. ხვალიდან აქცია ქედის ადმინისტარაციულ ერთეულებში გადაინაცვლებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. 27 ნოემბრიდან, 8 დეკემბრის ჩათვლით საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას" ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.
Facebook Twitter
Disclimer
The renewal of the Keda municipality website was possible with the financial support from the European Union ENPARD program, throughout the “Keda LEADER” project implemented by CENN. The views and opinions expressed herein are those of the authors and do not reflect those of The EU and CENN unless otherwise stated.