News
სემინარი თემაზე ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში"
ქალთა კვირეულის ფარგლებში, დღეს ქედაში ვორქშოფ/სემინარი სახელწოდებით - ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში" გაიმართა. სემინარი ქედის ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქალთა ოთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ გახსნა და ღონისძიების მიზანზე ისაუბრა: ქალების ურთიერთობების გაღრმავება, ახალი კონტაქტების შეძენა, წარმატებული ქალი ბიზნესმენის გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს მაგალითების წარდგენა, მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა - ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება. მსმენელებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს მოხსენებები: ☑ ნინო გაფრინდაშვილი - პროექტ ,,ქედა ლიდერი" -ს მიმოხილვა. ☑ ნადეჟდა ჯაბნიძე - ფერმერი და მეწარმე, რომელმაც საკუთარი მაგალითი წარადგინა; ☑ თინა თებიძე - ,,იდეიდან პროექტამდე" - წარმატებამდე განვლილი გზის ისტორია გააცნო მსმენელს. ☑ ასევე წარმატებული მაგალითები გაუზიარეს მანანა დუმბაძემ, მზია ბოლქვაძემ, ლამზირა ხინიკაძემ. საინტერესო იყო ასევე ვიდეო რგოლების ჩვენება - წარმატებული ქალები უკეთესი საზოგადოებისათვის ( ვიდეოკლიპი დამზადებულია ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში) - ნადეჟდა ჯაბნიძე - ვიდეოლიპი დამზადებული ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ და გაზეთ ,,ბათუმელების" მიერ მოზადებული ვიდეო რგოლი (თინა თებიძის ისტორია). მონაწილეებს ქედა ლიდერის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება მერიის გენდერული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
Facebook Twitter
Disclimer
The renewal of the Keda municipality website was possible with the financial support from the European Union ENPARD program, throughout the “Keda LEADER” project implemented by CENN. The views and opinions expressed herein are those of the authors and do not reflect those of The EU and CENN unless otherwise stated.